რჩეული პროდუქცია

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა
15.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
20.00 GEL
15.00 GEL  
საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები
0.00 GEL  
როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა
5.00 GEL  
როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის
5.00 GEL  
როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო
5.00 GEL  
როგორ 1 - როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა როგორ 1 - როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა
5.00 GEL  
მანანა ჭირაქაძე - წერილები ჩემი სოროდან მანანა ჭირაქაძე - წერილები ჩემი სოროდან
12.00 GEL  
ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე  - ხურიტული არაფხა ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე - ხურიტული არაფხა
20.00 GEL  
გიორგი V ბრწყინვალეს კანონები გიორგი V ბრწყინვალეს კანონები
8.00 GEL  
MAKOTO–ს წადი, ითევზავე MAKOTO–ს წადი, ითევზავე
15.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
 
 
 
 
Google PageRank Checker
 

ნანა მირაშვილი - მისტერიები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში

  • ნანა მირაშვილი - მისტერიები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში
  • ნანა მირაშვილი - მისტერიები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში
ფასი: 35.00 GEL
შეფასება: 5 დან 5 ვარსკვლავი!1 გამოხმაურება

რაოდენობა: დაამატე კალათაში

ტექსტი, წყარო, პარალელი


აკადემიური წიგნი, 2020, 400 გვ.

ISBN: 978–9941–9695–3–9

რედაქტორები: ენრიკო გაბიძაშვილი, ნელი მახარაძე

რეცენზენტები: ნანა ტონია, გიორგი სანიკიძე, ვალერი ასათიანი


საძიებელი

აბრევიატურა 8

ბიბლიოგრაფია 9

წინასიტყვაობა 15

შესავალი 17

ნაწილი პირველი - IV- V საუკუნეების ძეგლები 21

ონოფრე განშორებულის ცხოვრება 22

მაკარი მეგვიპტელის ცხოვრება 48

მარკოზ განშორებულის ცხოვრება 113

მარტინიანე პალესტინელის ცხოვრება 139

ცხოვრება წმინდა ევპრაქსიასი 160

ქსენის (ეუსებიას) რომაელის ცხოვრება 185

ნაწილი მეორე - VI-X საუკუნეების ძეგლები 201

იოანე სინელის (კლიმაქის) ცხოვრება 202

ოცი საბაწმინდელი ბერის მარტვილობა 217

პეტრე ათონელის ცხოვრება 281

თეოქტისტე ლეზველის (ლესბოსელი) ცხოვრება 305

ნაწილი მესამე - ორი უჩვეულო ტერმინის ეტიმოლოგია 343

ტაიჭი, სარკინოზი (სარაკήნოი) 344

გინგილა, ქამარი 351

ნაწილი მეოთხე - მარკოზ განშორებულისა და ანასტასია პატრიკიას

„ცხოვრებანის“ ფრანგული თარგმანი 357

Vie de saint Marc l’ascète 378

Tois versions géorgiennes de la Vie d’Anastasie la patrice

EPILOGUE 386

ორიოდ სიტყვა მკითხველს 392

 

მდიდარი ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მწერლობა ბიზანტიური ლიტერატურული მემკვიდრეობის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

ნაშრომში პირველად ქვეყნდება IV-X საუკუნეებში შექმნილი ჰაგიოგრაფიული ძეგლების უძველესი ქართული რედაქციები, რომელთა ფესვები მთელ ქრისტიანულ სამყაროში უნდა ვეძიოთ: ეგვიპტე, პალესტინა, ბიზანტია, საბერძნეთი, რომი.

ნაშრომში პირველად ქვეყნდება წმინდანების: ონოფრე განშორებული (IV ს), მაკარი მეგვიპტელი (IV ს), მარკოზ განშორებული (V ს), მარტინიანე პალესტინელი (V ს), ევპრაქსია (კონსტანტინოპოლელი) (V ს), ქსენი რომაელი (V ს), იოანე სინელი (კლიმაქი) (VII ს), პეტრე ათონელი (X ს), თეოქტისტე ლეზველი (ლესბოსელი) (X ს) „ცხოვრებანის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტები. აგრეთვე, სტეფანე მანსურის ღირსშესანიშნავი ჰაგიოგრაფიული ძეგლი: „მარტვილობა საბაწმინდელ მამათა“ (VIII ს) და ორი, უჩვეულო ტერმინის ეტიმოლოგია: ტაიჭი – სარკინოზი - შარაკ»ნოი, პელაგია ანტიოქელის „ცხოვრების“ (V ს) მიხედვით; `გინგილა, სეირ£, ქამარი~ ანასტასია პატ-რიკიას „ცხოვრებაში“ (VI ს). ნაშრომში მოცემულია ფრანგული თარგმანებიც. კრიტიკული ტექსტი ჩამოყალიბებულია უძველეს ხელნაწერთა ბაზაზე. ტექსტის დასადგენად, ძველი ქართული რედაქციები განსაკუთრებულ კვლევასა და ფილოლოგიურ ანალიზს მოითხოვს.

სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი თხზულებანი სრულიად დივერსიფირებულ სიუჟეტურ ქარგასა და კონფიგურაციას გვაწვდიან. მისი მკითხველისადმი გადაცემა კი მთარგმნელის ინტელექტის მაღალი დონითა და მთარგმნელობითი ნიჭითაა განაპირობებული. ქართველი მთარგმნელების გამორჩეულ ღვაწლს ჟერარ გარიტი ამგვარად აფასებს: „ინტელექტუალურმა, დაუღალავმა და სკრუპულოზურმა იბერებმა მომავალ თაობას დიდი, მდიდარი მემკვიდრეობა მიუძღვნეს.“1 ქართველი სასულიერო მოღვაწენი სრულყოფილად ფლობდნენ ბერძნულსა და აღმოსავლურ ენებს, რაც უძველეს ქართულ თარმანებში თვალნათლივ გამოსჭვივის. ისინი თავდაუზოგავად იღწვოდნენ ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა სამონასტრო ცენტრში: ათონზე, კონსტანტონოპოლში, პალესტინაში, ანტიოქიაში, სინას მთაზე...

და ბოლოს, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს გადამწერების ურთულესი სამუშაო, რომელთაც ხშირად დაზიანებულ ხელნაწერებზე უხდებოდათ შრომა. სწორედ ქართველი კოპისტების დაუღალავმა ღვაწლმა შემოუნახა მსოფლიო მეცნიერებას ფასდაუდებელი თარგმანები.

დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: