თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Google PageRank Checker

ხეთური სამეფო დღიურები

  • ხეთური სამეფო დღიურები
ფასი: 20.00 GEL
შეფასება: 5 დან 0 ვარსკვლავი!0 გამოხმაურება

რაოდენობა: დაამატე კალათაში

აკადემიური წიგნი, 2025

ხეთურიდან თარგმნა მაია ღამბაშიძემ

წიგნის თარგმანი შესრულდა მწერალთა სახლის ფინანსური ხელშეწყობით.


იმ მეტად საინტერესო წერილობით დოკუმენტებს შორის, რომლებიც თიხის ფირფიტებზე ჩაწერილმა ძველი ახლო აღმოსავლეთიდან ჩვენამდე მოაღწიეს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მეფეთა მიერ დღიურის სახით აღწერილი საგმირო საქმენი.

სადღეისოდ მოგვეპოვება ამ პრინციპით აგებული ხეთ, ეგვიპტელ, ასურელ, ებრაელ და ურარტელ მმართველთა მიერ შექმნილი ისტორიული შინაარსის თხზულებანი. სამეფო დღიურები ისტორიული შინაარსის სხვა წყაროსაგან განსხვავდება ტექსტის აგების წესით: იგი დალაგებულია მეფის ზეობის წლების მიხედვით. ივარაუდება, რომ ხეთური სამეფო დღიურების ტრადიცია სათავეს მეფე ანითას (ქ.წ. XVIII ს.) დროიდან უნდა იღებდეს. ვისთვის იწერებოდა ხეთური სამეფო დღიურები? უპირველეს ყოვლისა, აშკარაა მათი საკულტო ფუნქცია: ღვთაებათაგან დადგენილი დანიშნულების შესრულების შემდგომ მეფეებს „ანგარიშის“ სახით უნდა წარედგინათ მათთვის თავიანთი „საგმირო საქმენი“ (pišnadar, LÚ-natar, „ვაჟკაცობა, „საქმენი საგმირონი“). მეორე ფუნქცია დღიურებისა იყო მეფის სახელის განდიდება ხალხის თვალში. იგი განკუთვნილი იყო საჯაროდ ხმამაღლა საკითხავად. მესამე ფუნქცია იყო ისტორიოგრაფიული, ანუ მათ შთამომავლობისათვის გადასაცემად ადგენდნენ. ჰეროდოტეს ცნობილი ნათქვამი: „ვწერ... რომ დროთა ვითარებაში არ იქნეს დავიწყებული ადამიანთა საქებარი საქმიანობა...“ -რამდენად მიესადაგება ეს გამონათქვამი ხეთურ სამეფო დღიურებს, ძნელი გასარკვევია, ყოველ შემთხვევაში, მათი ფორმის ჩამოყალიბების დროს ნაკლებად სავარაუდოა, ხეთ მეფეებს ამაზე ეზრუნათ.

დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: