ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
ნანა ღამბაშიძე - ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი
|
|
აკადემიური წიგნი, 2024, ISBN: 978-9941-9905-3-3
ნანა ღამბაშიძე დაიბადა 1933 წ. 14 თებერვალს, ქ.თბილისში, საქართველოს საზოგადო მოღვაწის, თეატრისა და კინოს მსახიობის, შალვა ღამბაშიძის ოჯახში. თეატრის სცენაზე, არტისტულ გარემოში გატარებულმა ბავშვობამ, ნანას თავიდანვე ჩაუნერგა სიყვარული ხელოვნებისადმი, მწერლობისადმი და მან პროფესიულ გზად სწორედ ლიტერატურის სფერო აირჩია.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნანა ღამბაშიძე ასწავლიდა ინგლისურ ენას უცხო ენათა ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ, მრავალი წლის განმავლობაში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა.
ნანა ღამბაშიძე მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ინგლისურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს შორის, აღსანიშნავია ერნესტ ჰემინგუეის ნოველები და მოთხრობა "ბერიკაცი და ზღვა". ნანა ღამბაშიძეს გამორჩეულად უყვარდა ნიკო ლორთქიფანიძე. მათ ალბათ საქართველოს უსაზღვრო სიყვარული აერთიანებდა ასე ძლიერად.
ნანა ღამბაშიძე გარდაიცვალა 2013 წლის 11 სექტემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით.
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: