• მთავარი გვერდი
  • ავტორიზაცია
  • ანგარიში
  • კალათა
  • შეკვეთის გაფორმება
  • კონტაქტი

სახლი > ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია

 
ქართული  ქართული
ქართული  ქართული English  English
GEL
Euro GEL US Dollar
 
კატეგორიები
  • ACAD სერიები
  • ACAD წიგნები
  • MAKOTO–ს თამაშები
 
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
acad.ge
Google PageRank Checker
ბესტსელერი
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები
11.50 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით  - 2 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 2 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი
25.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9 ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9
25.00 GEL  
 
  • ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია
  • ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია
ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია

ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია

ფასი: 0.00 GEL
შეფასება: 5 დან 0 ვარსკვლავი!0 გამოხმაურება
  5 დან 0 ვარსკვლავი!
5:
 
(0)
4:
 
(0)
3:
 
(0)
2:
 
(0)
1:
 
(0)

რაოდენობა: დაამატე კალათაში
აღწერა მსგავსი პროდუქცია (0) გამოხმაურება (0)

აკადემიური წიგნი, 2023

132 გვ. ISBN: 9789941976254

რედაქტორი - ნინია სადღობელაშვილი

მხატვარი - ქეთი მატაბელი

 

ავტორის შესახებ:

 ამირან ღოღაძე  დაიბადა  1951 წლის 5  ოქტომბერს   თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პალიანაში. სწავლობდა თბილისის  უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში.   სკოლის   დამთავრების  შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ქართული ფილოლოგიის ფა-კულტეტზე. ამჟამად მუშაობს საქართველოს  უსინათლოთა კავშირის ყოველთვიურ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „სინათლის“ მთავარ რედაქტორად.1991  წელს  გამოიცა მისი ლექსების პირველი  წიგნი  „კოსმიური   ქორწინება“.  ეს  ავტორის  რიგით მეორე კრებულია.  მისი ლექსები, მოთხრობები, თარგმანები  და მხატვრულ-პუბლიცისტური წერილები   რეგულარულად   იბეჭდება თანამედროვე  ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მიღებული აქვს   მონაწილეობა სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებში.

 

რედაქტორისგან:

სიყვარულის ლიტურგია

ამირან ღოღაძეს პოეზიის მოყვარულნი კარგად იცნობენ. ეს ბუნებრივიცაა – იშვიათია პოეზიით ასე შეპყრობილი, თავიდან ბოლომდე ლექსის სინათლით მცხოვრები კაცის ნახვა. მისი მთავარი სტიქია ლიტერატურაა, მისი შემოქმედებითი მრწამსი – ყოველივე ყოფითის პოეზიად ქცევა, უმცირესში უდიადესის დანახვა და ამ აღტაცების სხვათათვის გაზიარება. ეს კრებულიც ამ მრწამსის დასტურია.

კრებულში თავმოყრილია როგორც ადრეულ წიგნებსა თუ პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი, ასევე ახალი ლექსები. სემანტიკური თუ ვერსიფიკაციული მრავალფეროვნების მიუხედავად, ამირან ღოღაძის ახალი კრებული მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება, მთლიან დრო-სივრცედ და ღონიერ ხმად, რომელშიც უმთავრესი ადამიანური იდეები და ფასეულობებია დაუნჯებული. რელიგიური და ფილოსოფიური რეფლექსია მსუბუქ, სალაღობო და თავშესაქცევ პოეტურ განწყობებთან შერწყმით რაღაც საბედისწერო, სევდიანი დღესასწაულის ილუზიას ქმნის და მკითხველსაც ამ დღესასწაულში ეპატიჟება.

პირველივე ლექსის სათაური „სიტყვის თეოგონია“ ამ დღესასწაულის შესაქმეზე მიგვანიშნებს – ლექსი უბრალო და ყოფითი სულიერი აქტის კი არა, მიღმიერი, ღვთაებრივი ქმნადობის შედეგია. ეს მადლი კი მარად სატარებელ ჯვრად ეკისრება პოეტსაც და მის ტექსტებსაც.

„ასო-ბგერათა ქაოსი

საიქავ-სააქაოსი,

კრძალულად, მორიდებულად

განწვალა შორისდებულმა;“

პოეტის მხატვრული ამოცანა საკუთარი თავის შეცნობა და მუდმივი აღმოჩენაა. ამ ძნელ და უსაზღვროდ საინტერესო გზაზე კი მისი მეგზური სიყვარულია. სწორედ საკუთარი მე-ს პოვნით იღება მისთვის სამყაროს საიდუმლოთა და შესაძლებლობათა კარი, ამ გზაზე მკაფიოვდება მისთვის მარადიული სატრფოს სახეც – ზოგჯერ სრულიად ყოფითი და ხელშესახები, ზოგჯერ კი კოსმიური ვუალით შებურული და საოცნებო. სიყვარულის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ამირან ღოღაძის პოეზიას ლიტურგიკულ იერს სძენს – მისთვის ეს განწყობა ერთგვარი ღვთისმსახურებაა, სიყვარულის მსახურებაა,

ინიციაციის გზაა.

„მკერდში კალმახი ფართქალებს,

ხან ჭიდილია ვერძების...

მომკალი, შემომარკალე

მკლავები შენი – ლერწები;

ლექსად ჩამოვიძერწები,

ლექსებით გეალერსები.“

. . .

„შენი მარადი მეტრფე ვარ,

სანამ ცა თავზე მერქმევა –

შენი სწორფერი მერქმევა,

ღალატს ჩემ გულში რა უნდა?..“

პოეტის სული სახარებისეული ალუზიებითაა ნაკვები. ინსპირაციის წყაროდ ქცეულან არქეტიპული პერსონაჟები (ადამი, ბარაბა); პირადი სულიერ გამოცდილებად, როგორც მთავარ ადამიანურ გამოწვევად გაიაზრებს სახარებისეულ მისტერიებს (ჯვარცმა, აღდგომა); ზოგჯერ ამ ალუზიების ტონალობებით აცხრობს ამღვრეულ განწყობებს, ზოგჯერ პირიქით – მათი ცეცხლით ფაკლავს. აი, თუნდაც, პეიზაჟის როგორი ხატი იძერწება ამ ლექსში:

„ცისარტყელების ქლამინდში

გამოკვართული მთაწმინდა

თითქოს ცად ამაღლებულა

გარდამოხსნილი ჯვარცმიდან.“

ამირან ღოღაძის ლირიკული გმირი მოქალაქეობრივი კატეგორიებიდანაც საუბრობს. ოღონდ, არც ესაა ზედაპირული საყოფაცხოვრებო მოქალაქეობა. ეს ანტიკური, გნებავთ, ბიბლიური მოქალაქეობის ნიმუშია – გარემოს უმძაფრესი განცდა, საზოგადოების წინაშე მსახურება, ადამიანის გამოსარჩლება, მის შეცდომებ-შეცოდებებთან დელიკატური დამოკიდებულება. „ჩვენ სილიკონით გატენილი ფიტულები ვართ,

ანდამატური ძალის მქონეა ჩვენი მკერდები

და შიშველი მუხლისთავები,

ახლა ყველანი პანელზე ვდგავართ,

როგორც ვიტრინის მანეკენები;

ფლუიდებს ვაფრქვევთ

და გამჭოლ მზერით ვზვერავთ გამზირებს.

თავს არ ვიმართლებთ, აღარავის არ გედავებით,

რადგანაც ერთხელ უღვთოდ გაგვწირეთ

ისე მოგვმართეთ, როგორც გენებოთ,

გინდ წმინდანები დაგვიძახეთ, გინდ მეძავები;“

(ფრაგმენტი ლექსიდან „თქვენი დები ვართ“)

აღსანიშნავია კრებულის ჟანრობრივი მრავალფეროვნებაც;

აქ რამდენიმე ციკლი გვხვდება: ხალხურ მოტივებზე შექმნილი

ლექსები, საბავშვო პოეზია, ლექსები ციკლიდან „კოსმიური ქორწინება“, ნამცვრევები. ამირან ღოღაძე უზადოდ გრძნობს თითოეული ჟანრის სპეციფიკას და მკითხველს როგორც ხალხური, ასევე საბავშვო პოეზიის მშვენიერ ნიმუშებს სთავაზობს. ლაპიდარული სინატიფითაა გამორჩეული ასევე ნამცვრევების ციკლი.

ამირან ღოღაძის ღრმა, მუსიკალური და ავთენტური პოეტური სამყაროს საიდუმლო მხოლოდ სიყვარულია. პოეტის მრწამსი კი – სიყვარულის ლიტურგიის ერთგულად და უანგაროდ აღსრულება.

ნინია სადღობელაშვილი

ამ პროდუქტისთვის მსგავსი პროდუქცია არ არის.
დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

განაგრძე
მთავარი გვერდი   |    ავტორიზაცია   |   საიტის რუკა   |   გაფართოებული ძიება © 2010-2026 acad.ge თბილისი, საქართველო
ირ. აბაშიძის 16
(+995 599) 96-09-04