თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
ბესტსელერი
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით
არ არის გაყიდვაში
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები
11.50 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით  - II  ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - II ნაწილი
არ არის გაყიდვაში
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი
20.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
თინა იველაშვილი  - ტრადიციული ხალხური სამზარეულო სამცხე-ჯავახეთში თინა იველაშვილი - ტრადიციული ხალხური სამზარეულო სამცხე-ჯავახეთში
30.00 GEL  
 
ახალი პროდუქცია
ნანა გოგიბერიძე - სამაჯურები და საკისრე რკალები ანტიკურ საქართველოში ნანა გოგიბერიძე - სამაჯურები და საკისრე რკალები ანტიკურ საქართველოში
15.00 GEL  
ნანული კაჭარავა - კორპორალური ლექსიკა თურქულში ნანული კაჭარავა - კორპორალური ლექსიკა თურქულში
40.00 GEL  
დავით მინდორაშვილი - კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა დავით მინდორაშვილი - კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა
15.00 GEL  
CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები
20.00 GEL  
მაია ღამბაშიძე - ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე მაია ღამბაშიძე - ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე
20.00 GEL  
შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე  - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha) შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha)
0.00 GEL  
ხეთური სამეფო დღიურები ხეთური სამეფო დღიურები
20.00 GEL  
ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები" ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები"
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა V -  სვანური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა V - სვანური ზღაპრები
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა VI -  ქართლ-კახური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა VI - ქართლ-კახური ზღაპრები
30.00 GEL  
ბეთი მაჰმუდი - არც ერთი წამი ჩემი გოგონას გარეშე ბეთი მაჰმუდი - არც ერთი წამი ჩემი გოგონას გარეშე
22.00 GEL  
დიმიტრი შველიძე - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია დიმიტრი შველიძე - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
35.00 GEL  
გივი ინანიშვილი - შენიშვნები არქეოლოგიური ლითონის ისტორიულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზისათვის გივი ინანიშვილი - შენიშვნები არქეოლოგიური ლითონის ისტორიულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზისათვის
25.00 GEL  
ლადო ლეკიაშვილი - ორიენტალიზმები ქართულში (არაბული ლექსიკა) ლადო ლეკიაშვილი - ორიენტალიზმები ქართულში (არაბული ლექსიკა)
20.00 GEL  
მარინე კობეშავიძე, ნინო ჭრიკიშვილი - ესპანური და ქართული ენების კონტრასტული გრამატიკა მარინე კობეშავიძე, ნინო ჭრიკიშვილი - ესპანური და ქართული ენების კონტრასტული გრამატიკა
15.00 GEL  
ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები
25.00 GEL  
ნანა ღამბაშიძე - ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი ნანა ღამბაშიძე - ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული სტილის თავისებურებანი
0.00 GEL  
თინა აბულაშვილი - აკადემიკოსი ბორის კუფტინი თინა აბულაშვილი - აკადემიკოსი ბორის კუფტინი
0.00 GEL  
ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები
15.00 GEL  
მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) - ცხოვრებისეული ეპიზოდები, სწავლანი ქადაგებანი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) - ცხოვრებისეული ეპიზოდები, სწავლანი ქადაგებანი
0.00 GEL  
დავით მინდორაშვილი -  უფლისციხე შუა საუკუნეებში დავით მინდორაშვილი - უფლისციხე შუა საუკუნეებში
20.00 GEL  
პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე
25.00 GEL  
 CUNEUM 2 - „ჭირი“  ხეთურ ტექსტებში CUNEUM 2 - „ჭირი“ ხეთურ ტექსტებში
15.00 GEL  
Tina Ivelashvili - Rituals and Toasts of Traditional Georgian Feast Tina Ivelashvili - Rituals and Toasts of Traditional Georgian Feast
15.00 GEL  
ტიპოლოგიური ძიებანი VIII ტიპოლოგიური ძიებანი VIII
0.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი
20.00 GEL  
გიორგი ჯავახიშვილი - ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში (ნეოლითის ხანიდან ადრეფეოდალურ ხანამდე) გიორგი ჯავახიშვილი - ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში (ნეოლითის ხანიდან ადრეფეოდალურ ხანამდე)
25.00 GEL  
ლერი ჯიბლაძე - დასავლეთ საქართველოს  ადრე და შუაბრინჯაოს ხანის  არქეოლოგიური  კულტურები ლერი ჯიბლაძე - დასავლეთ საქართველოს ადრე და შუაბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურები
20.00 GEL  
ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9 ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9
25.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი
15.00 GEL  
ხეთური მითები და ზღაპრები ხეთური მითები და ზღაპრები
15.00 GEL  
არჩილ ალადაშვილი (და სხვ.) - კოლორექტური კიბოს მკურნალობის თანამედროვე ხედვა არჩილ ალადაშვილი (და სხვ.) - კოლორექტური კიბოს მკურნალობის თანამედროვე ხედვა
20.00 GEL  
რევაზ კვირკვაია - ბორჯომის ხეობა  ქ.წ. VIII-VII საუკუნეებში რევაზ კვირკვაია - ბორჯომის ხეობა ქ.წ. VIII-VII საუკუნეებში
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
30.00 GEL  
ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია
0.00 GEL  
იოსებ ბანძელაძე - ქართული საზომის დადგენის ისტორია - მეტროლოგიური ანალიზი იოსებ ბანძელაძე - ქართული საზომის დადგენის ისტორია - მეტროლოგიური ანალიზი
0.00 GEL  
ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში
20.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით  - II  ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - II ნაწილი
არ არის გაყიდვაში
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია
25.00 GEL  
 

მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი

  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
  • მაყვალა მარგველაშვილი - ქალაქი ჟინვალი
ფასი: 20.00 GEL
შეფასება: 5 დან 5 ვარსკვლავი!2 გამოხმაურება

რაოდენობა: დაამატე კალათაში

წიგნის ბეჭდური ვერსიის გარდა, შესაძლებელია მისი E-PUB-ვერსიის შეძენა (9.90 ₾) 

სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: acadbookinfo@gmail.com

E-PUB ფორმატის წასაკითხად ჩამოტვირთეთ E-PUB Reader - http://www.epubfilereader.com/ -დან  ან ნებისმიერი მსგავსი გვერდიდან)

 

ACADIA - DDC-900

აკადემიური წიგნი, თბილისი 2023, 114 გვ., ISBN: 978-9941-9761-5-5

რედაქტორები: რამინ რამიშვილი†; დავით მინდორაშვილი; სერიის რედაქტორი: მაია ღამბაშიძე

 

XI-XIV საუკუნეებში ქალაქი ჟინვალი იყო მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელ დარიალის გზას, ასევე ფხოვიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთისკენ მიმავალ გზებს. მაყვალა მარგველაშვილის (1938-2007) მონოგრაფიაში განხილულია 1972-1985 წლებში სოფელ ჟინვალში გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა (ჟინვალის სამეცნიერო შესწავლა 1985 წელს დასრულდა და ნაქალაქარი მთლიანად წყლით დაიფარა). არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე ავტორი განიხილავს ქალაქის წარმოშობისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, მის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, ჟინვალის მნიშვნელობას შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში.

 

შ ი ნ ა ა რ ს ი

წინასიტყვაობა 7

შესავალი 9

 თავი I. ჟინვალის ნაქალაქარი

1. არაგვის ხეობის არქეოლოგიური შესწავლის ისტორია  12

2. წერილობითი წყაროები ჟინვალის შესახებ 17

3. ქალაქის ტოპოგრაფია და ძირითადი უბნები 19

4. ნაქალაქარის სტრატიგრაფია და სამშენებლო დონეები 20

5. საცხოვრებელ კომპლექსთა აღწერა-დახასიათება 23

6. ნაქალაქარის სინქრონული ძეგლები 31

7. ჟინვალის თავდაცვითი სისტემა 32

 თავი II. არქეოლოგიური მასალა

1. სადა კერამიკა 35

2. მოჭიქული კერამიკა 43

3. კერამიკული წარმოება და მასთან დაკავშირებული ინვენტარი 45

4. ხელოსნური ნაწარმი. რკინის ნივთები 46

5. მინის ნაწარმი 48

6. ძვლის ნაწარმი 49

7. სამკაულები 49

8. სამონეტო განძები და მონეტები 50

თავი III. ქალაქ ჟინვალის ისტორიის ზოგიერთი საკითხი 52

ინგლისური რეზიუმე 60

ბიბლიოგრაფია  62

შემოკლებათა განმარტება 67

ტაბულების აღწერა 67

ტაბულები 71


წინასიტყვაობა

აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის საზღვარზე აღმოცენებულ ჟინვალის ნაქალაქარს XX ს-ის 70-იან წლებამდე არქეოლოგის წერაქვი თითქმის არ შეხებია და ჩვენი ცოდნა მის შესახებ, მხოლოდ წერილობით წყაროებში შემორჩენილი რამდენიმე ცნობით შემოიფარგლებოდა. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებ­ლ­ო­ბას­თან დაკავშირებით, 1971 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტო­რიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში პროფ. რამინ რამიშვი­ლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედი­ცია (შემდგომში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია), რომლის მიზანს შეადგენდა ნაქალაქარისა და მისი მიდამოების შესწავლა. ექსპედიციამ ინტენსიური კვლევა-ძიება განახორციელა არა მარტო მთიულეთისა და ფშავის არაგვის შესაყარზე მდებარე ნაქალაქარზე, არამედ არაგვის აუზის ფართო ტერიტორიაზე, სადაც გამოვლენილ იქნა სხვადასხვა პერი­ო­დ­ისა და ხასიათის ასობით არქეოლოგიური ობიექტი. ექსპედიციის ძირითადი ძალ­ები თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით გამორჩეული ჟინვალის ნაქალა­ქარის შესწავლისკენ იყო მიმართული.

წინამდებარე ნაშრომის ავტორი მაყვალა მარგველაშვილი (1938-2007) ჟინვალის ექსპედიციაში უკვე 1973 წლიდან მუშაობდა. ექსპედიციის ხელმძღვანელმა მას ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამუშაო - ნაქალაქარის გათხრები მიანდო. მეოთხე­დი საუკუნე შეალია ავტორმა ნაქალაქარზე და მის შემოგარენში არქეოლოგიური მასა­ლის გამოვლენა-შესწავლას. 1999 წელს მ. მარგველაშვილმა დაიცვა საკანდი­დატო დისერტაცია - „ქალაქი ჟინვალი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა), სადაც თავი მოუყარა ნაქალაქარის XI-XIV სს-ის დიდძალ მასალას, რომლის კლასიფიკაცია-გაანალიზება საშუალებას იძლეოდა მეტ-ნაკლებად სრული წარმოდ­გე­ნა გვქონოდა ჟინვალის გეგმარებაზე, ქალაქის გავრცელების საზღვრებზე, სამშენებლო ხელოვნებაზე, სოციალურ სტრუქტურაზე, მის ეკონომი­კურ თავისებუ­რებებზე, მატერიალურ კულტურაზე, ქალაქის სავაჭრო კავშირებზე ქვეყნის შიდა რაიონებთან თუ შორეულ ქვეყნებთან და სხვ.

ჟინვალი წერილობით წყაროებში პირველად თამარ მეფის (1184-1213) ისტორიკოსის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ იხსენიება. წყაროს მიხედვით, თამარს მანდატურთუხუცეს ჭიაბერისათვის უბოძებია ქალაქი ჟინვალი თავისი ციხითურთ და მიმდებარე მთიანი რეგიონებით. ჟინვალი კონტროლს უწევდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელ უმნიშვნელო­ვ­ანეს საერთაშორისო მაგისტრალს - დარიალის გზას და ჟინვალიდან ფხოვისა­კენ და ჩეჩნეთ-ინგუშეთისაკენ მიმავალ გზებს. ამასთან, არეგულირებდა მთისა და ბარის ურთიე­რთობას და ახორციელებდა სახელმწიფო პოლიტიკას მთის მიმართ. ჟინვალის ისტორიის შესწავლა საყურადღებოა არა მარტო საქართველოს მთისა და ბარის, არამედ ქართული სახელმწიფოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერ­თო­ბე­ბის კვლევის თვალსაზრისითაც. ჟინვალის აღორძინება და იქ საქალაქო ცენტრ­ის ჩამოყალიბება XI ს-ში დიდწილად განპირობებული იყო სახელმწიფოს ჩრდი­ლოეთ კავკასიასთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების აუცილებლობით.

წინამდებარე გამოკვლევა აქტუალურია შუა საუკუნეების საქართველოს ეკონომიკის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც. ქალაქი წარმოადგენდა მნიშვნელო­ვან სახელოსნო და სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრს. განათხარი მასალის მიხედვით, საშუალება გვეძლევა თვალი გავადევნოთ ხელოსნობის ისეთ დარგებს, როგორიცაა: მეთუნეობა, მინის წარმოება, მჭედლობა, ლითონისა და ძვლის მხატვრული დამუშა­ვება და სხვ. ჟინვალი თავისი ეკონომიკური განვითარების დონითა თუ ყოფი­თი კულტურით ტოლს არ უდებდა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებს როგორიცაა რუსთავი, დმანისი, თელავი, ახალქალაქი, სამშვილდე და სხვ. ქალაქი XIV ს-ის მიწურულს, თემურ-ლენგის სასტიკი ლაშქრობების შედეგად განადგურდა. ჩამოთვლი­ლი საკით­ხების გარდა, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხებოდა ავტორი სადისერ­ტაციო ნაშრომში, რომლის საპუბლიკაციოდ მომზადება და მკითხველთა ფართო წრისათვის წარდგენა, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა.

ჟინვალის ნაქალაქარის XI-XIV სს-ის არქეოლოგიური მასალა, როგორც მკითხველი თავადაც დარწმუნდება, უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია. თუმცა, შუა საუკუნეების მკვლევარებს დღემდე მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ. იმ დროს, როცა სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ იყო გამოყენებული თბილი­სის, რუსთავის, დმანისის, თელავის, ახალქალაქის და არაერთი სხვა პუნქტის განათხარი მასალა, მკვლევართა ინტერესის მიღმა რჩებოდა ჟინვალიდან მომდი­ნა­რე არტეფაქ­ტები. ეს ხდებოდა მაშინ, როცა შუა საუკუნეების ჟინვალის ნაქალაქარის შესახებ უკვე დიდი ხანია არსებობდა ნაშრომი, რომელიც მკვლევართა ფართო წრისათვის არ იყო ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის შესრულე­ბიდან ორ ათეულ წელზე მეტია გასული, იგი დღემდე ინარჩუნებს აქტუა­ლობას, ვინაიდან ჟინვალის ნაქალაქარი უკვე დიდი ხანია წყლის ქვეშაა მოქცეული და იქ არქეოლოგიური გათხ­რე­ბის განახლება ახალი არტეფაქტების მოძიების მიზნ­ით გამორიცხულია. ძველი მასალები კი გამოუქვეყნებელია.

საპუბლიკაციოდ მომზადებისას ნაშრომი რამდენადმე შემოკლდა. თუმცა, ტექსტი ძირითადად პირვანდელ სახეს ინარჩუნებს და უცვლელადაა გადმოცემული ავტო­რის ყველა მოსაზრება, მსჯელობა თუ დასკვნა.

მ. მარგველაშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ბ-ნი რ. რამიშვილი, რომელიც მისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით ეკიდებოდა დისერტანტის საქ­მი­ა­ნობას და თავისი კომპეტენტური რჩევებით ყოველმხრივ ეხმარებოდა მკვლევარს შეექმნა მაღალი სამეცნიერო ღირებულების ნაშრომი.

ვფიქრობ, მკითხველი ინტერესით მიიღებს წინამდებარე ნაშრომს, რომელშიც ჟინვალის ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, და სადაც ასახულია ნაქალაქარის 25 წლიანი კვლევა-ძიების შედეგები.

 დავით მინდორაშვილი

 

მაყვალა მარგველაშვილის (1938-2007) ბიბლიოგრაფია:

 

მარგველაშვილი მ. (1975). ჟინვალის ნაქალაქარი. ჟინვალის ექსპედიცია (I სამეცნიერო სესიის მოკლე ანგარიშები). თბილისი. 37-41.

მარგველაშვილი მ. (1977).  შუაფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ხუფების შესწავლისა­თვის. აძ. 116-121.

მარგველაშვილი მ. (1981). ჟინვალის ნაქალაქარი. ჟინვალის ექსპედიცია (II სამეცნიერო სესიის მასალები). თბილისი. 29-42.

მარგველაშვილი მ. (1982).  მეთუნეობასთან დაკავშირებული მასალები ჟინვალის ნაქალაქ­არიდან. აძ. თბილისი. 139-143.

მარგველაშვილი მ. (1986). ჟინვალის ნაქალაქარის ბრინჯაოს მედალიონი მთავარანგელო­ზის გამოსახულებით. აძ. თბილისი. 92-102.

მარგველაშვილი მ. (1990). ჟინვალის სამეთუნეო ქურები. აძ. თბილისი. 196-213.

დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: