• მთავარი გვერდი
  • ავტორიზაცია
  • ანგარიში
  • კალათა
  • შეკვეთის გაფორმება
  • კონტაქტი

სახლი > ქართული ავანგარდიზმი

 
ქართული  ქართული
ქართული  ქართული English  English
GEL
Euro GEL US Dollar
 
კატეგორიები
  • ACAD სერიები
  • ACAD წიგნები
  • MAKOTO–ს თამაშები
 
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
acad.ge
Google PageRank Checker
ბესტსელერი
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები
11.50 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით  - 2 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 2 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი
25.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
თინა იველაშვილი  - ტრადიციული ხალხური სამზარეულო სამცხე-ჯავახეთში თინა იველაშვილი - ტრადიციული ხალხური სამზარეულო სამცხე-ჯავახეთში
არ არის გაყიდვაში
 
  • ქართული ავანგარდიზმი
ქართული ავანგარდიზმი

ქართული ავანგარდიზმი

არ არის გაყიდვაში

აღწერა მსგავსი პროდუქცია (0) გამოხმაურება (0)

აკადემიური წიგნი, 2021, 790 გვ.

 

ISBN: 978-9941-9616-6-3


შემდგენელი – ლევან გელაშვილი

პროექტი განხორციელდა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით


წიგნი ეძღვნება ქართველი ავანგარდისტების (ფუტურისტების და დადაისტების) ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლიდან ასი წლის იუბილეს. წარმოდგენილი გამოცემა პირველი ცდაა ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიური (ფუტურიზმის და დადაიზმის) კრებულის შედგენისა. ერთი საუკუნის შემდეგ, ამ გადმოსახედიდან გასაბჭოებისას დაწყებული ავანგარდისტული პროცესების ანალიზისთვის მეცნიერებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო მკითხველს საშუალება ეძლევა ერთად თავმოყრილ ავანგარდისტულ მასალებს გაეცნოს.

კრებულში შესულია ქართველი ფუტურისტების და დადაისტების შემოქმედება (პოეზია, პროზა, გრაფიკული ნამუშევრები და პუბლიცისტიკა), რომელიც იბეჭდებოდა მათსავე ჟურნალებში: „H2SO4-ში“, „ლიტერატურა და სხვა-ში“, „მემარცხენეობაში“ და გაზეთ „დროულში“.

ამათ გარდა კრებულში წარმოდგენილია ტიციან ტაბიძის დადაისტური ლექსები, თარგმანები და პუბლიცისტური წერილები, რომლებიც დაიბეჭდა გაზ. „ბარრიკადში“, „რუბიკონში“, და ჟურნალებში: „მეოცნებე ნიამორებში“ და „შვილდოსანში“. ასევე რაჟდენ გვეტაძის ლექსები „მეოცნებე ნიამორებიდან“, „თოლაბულისის სარტყელიდან“ და „შვილდოსანიდან“. წიგნში შეხვდებით ალიო მირცხულავას ფუტურისტულ ლექსებს 1924 წლის კრებულიდან „მერრეხი“ და გრიგოლ ცეცხლაძის ლექსებს დადაისტური კრებულიდან „პოეტის ყეფა“. ქართველი ავანგარდისტების შემოქმედებასთან ერთად წარმოდგენილია მათი ბიოგრაფიებიც და ბიბლიოგრაფიაც.

ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიურ კრებულში ასევე წლების მიხედვით მოცემულია XX საუკუნის 20-30-იან წლებში პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ცნობები, დეკლარაციები და კრიტიკული წერილები ქართული ფუტურიზმის და დადაიზმის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში გამოქვეყნდა ჟურნალებში: „მომავალი“, „პროლეტარული მწერლობა“, „ქართული მწერლობა“, „მნათობი“, „ჩირაღდანი“, „ხელოვნების დროშა“, „სიმართლის გზა“, „ЛЕФ“, „მეოცნებე ნიამორები“, „დროშა“ (იუმორისტული ჟურნალები „ლახტი“, „მათრახი“ და „ეშმაკის მათრახი“.) და გაზეთებში: „კომუნისტი“, „ბარრიკადი“, „რუბიკონი“, და „ტრიბუნა“. გარდა ამისა კრებულში შეტანილია გრიგოლ რობაქიძის ლექსი: „ვასილი კამენსკის“ და ამონარიდი პიესიდან „მალშტრემ“.

კრებულში შესულია ასევე მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკის ჩანაწერები ფუტურისტებზე და ლავრენტი ბერიას სიტყვით გამოსვლის სტენოგრამიდან ამონარიდები. რიგ შემთხვევაში ფუტურისტების თეორიული წერილები უხეშ ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებს შეიცავს, ცხადია წიგნში დაცულია ავთენტურობა და ისინი იმ სახით არის წარმოდგენილი როგორც დაიბეჭდა იმ დროს. 

ამ პროდუქტისთვის მსგავსი პროდუქცია არ არის.
დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

განაგრძე
მთავარი გვერდი   |    ავტორიზაცია   |   საიტის რუკა   |   გაფართოებული ძიება © 2010-2026 acad.ge თბილისი, საქართველო
ირ. აბაშიძის 16
(+995 599) 96-09-04