ვალუტა:
რჩეული პროდუქცია
![]() |
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა
15.00 GEL |
![]() |
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL |
![]() |
წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი
20.00 GEL |
![]() |
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
20.00 GEL 15.00 GEL |
![]() |
საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები
25.00 GEL |
![]() |
როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა
5.00 GEL |
![]() |
როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის
5.00 GEL |
![]() |
როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო
5.00 GEL |
![]() |
როგორ 1 - როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა
5.00 GEL |
![]() |
მანანა ჭირაქაძე - წერილები ჩემი სოროდან
12.00 GEL |
![]() |
ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე - ხურიტული არაფხა
20.00 GEL |
![]() |
გიორგი V ბრწყინვალეს კანონები
8.00 GEL |
MAKOTO–ს წადი, ითევზავე
15.00 GEL |
|
![]() |
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL |
![]() |
MAKOTO-ს კადეშის ომი
20.00 GEL |
ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარგარეთა სერვისების ეფექტურობის კვლევა
|
|
აკადემიური წიგნი, 2020, 50 გვ.
2018 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში ჩატარებული სისტემური გამოკითხვით დადგინდა, რომ ფსიქიატრიული სერვისის ფაქტიური მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია (49789), ოფიციალურად აღრიცხული (102977) შემთხვევებისა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტების დიდი ნაწილი (50%-ზე მეტი) თავს არიდებს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში მიმართვას რაც, ერთის მხრივ სტიგმით, ხოლო მეორეს მხრივ, მომსახურების დაბალი ხარისხითა და არასაკმარისი გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობითაა განპირობებული.
უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებული აქტივობების შედეგად, ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი 2017 წლიდან 2020 წლამდე 11,5 მილიონი ლარით გაიზარდა. გაზრდილი დაფინანსება უპირატესად სათემო და, კერძოდ, სათემო ამბულატორიული და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების სერვისებზე განაწილდა, რაც გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. თანხის ზრდასთან ერთად, ფჯ სახელმწიფო პროგრამაში, სათემო ამბულატორიული მომსახურების (საფს) და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების ახალი სტანდარტი ჩაიდო. შეიცვალა ფჯ სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგია და შესაბამის არეალში მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა.
ამბულატორიული და მობილური სერვისების თანმიმდევრული და სტანდარტის შესაბამისად განვითარების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია, მათი მუშაობის ეტაპობრივი შეფასება, საჭიროებების გამოვლინება და პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება.
სამუშაო ჯგუფის წევრები
ალადაშვილი თამარი - ფსიქიატრი, ააიპ „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“; შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სტაციონარული განყოფილების ექიმი-ფსიქიატრი, ამავე ცენტრის სათემო მობილური სერვისის ხელმძღვანელი.
აღაპიშვილი ნანა - ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, გამგეობის თავმჯდომარე.
გელეიშვილი გიორგი - ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ააიპ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი.
კურატაშვილი მარინა - ფსიქიატრი, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქიატრი; ილიაუნის მოწვეული პედაგოგი.
შარაშიძე მანანა - ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე.
ჩირიკაშვილი ნატალია - ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, გამგეობის წევრი
ჭეიშვილი გურამი - ოკუპაციური თერაპევტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი. ასერტული სათემო სერვისის მენეჯერი, თსუ-ს მოწვეული პედაგოგი.
ხუნდაძე მაია - ფსიქიატრი, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: