ბესტსელერი

შალვა წიწუაშვილი – ქართულ–ებრაული სასაუბრო შალვა წიწუაშვილი – ქართულ–ებრაული სასაუბრო
15.00 GEL  
გ.გოლეთიანი-„რუსული ენის თვითმასწავლებელი“ გ.გოლეთიანი-„რუსული ენის თვითმასწავლებელი“
40.00 GEL  
ელენე მეძმარიაშვილი – ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების 20 საუკუნის ისტორია, 1 ნაწილი ელენე მეძმარიაშვილი – ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების 20 საუკუნის ისტორია, 1 ნაწილი
12.00 GEL  
რევაზ სირაძე – სახისმეტყველება რევაზ სირაძე – სახისმეტყველება
15.00 GEL  
ვ.თოფურია,ი.გიგინეიშვილი-ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (მეორე შევსებული გამოცემა) ვ.თოფურია,ი.გიგინეიშვილი-ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (მეორე შევსებული გამოცემა)
არ არის გაყიდვაში
ქართულ - თურქული ლექსიკონი ქართულ - თურქული ლექსიკონი
29.00 GEL
20.00 GEL  
ბესარიონ ჯორბენაძე – ქართული დიალექტოლოგია ბესარიონ ჯორბენაძე – ქართული დიალექტოლოგია
არ არის გაყიდვაში
გიორგი გოგოლაშვილი – ქართული ზმნის უღვლილების სისტემა გიორგი გოგოლაშვილი – ქართული ზმნის უღვლილების სისტემა
არ არის გაყიდვაში
დემოსთენე -  ფილიპიკები დემოსთენე - ფილიპიკები
არ არის გაყიდვაში
აკაკი შანიძე - ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები,ტომ. 1.(მორფოლოგია) აკაკი შანიძე - ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები,ტომ. 1.(მორფოლოგია)
არ არის გაყიდვაში
ნინო ღამბაშიძე – კითხვის სწავლების ტექნიკები და სტრატეგიები ნინო ღამბაშიძე – კითხვის სწავლების ტექნიკები და სტრატეგიები
12.00 GEL  
ჟაკ ფრანსუა გამბა - მოგზაურობა ამიერკავკასიაში ჟაკ ფრანსუა გამბა - მოგზაურობა ამიერკავკასიაში
არ არის გაყიდვაში
ბარონი დე ბაი  -  "საქართველოში" ბარონი დე ბაი - "საქართველოში"
10.00 GEL  
გ.ახვლედიანი - ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები გ.ახვლედიანი - ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები
არ არის გაყიდვაში
ჰერმან ჰესე-„დამსვენებელი“,“ტრამალის მგელი“ ჰერმან ჰესე-„დამსვენებელი“,“ტრამალის მგელი“
არ არის გაყიდვაში
ნიკოლო მიწიშვილი - თებერვალი ნიკოლო მიწიშვილი - თებერვალი
3.75 GEL  
 
 
Google PageRank Checker
 

ნინო კილასონია- ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის ფორმები და მათი სასამართლო კონტროლი

  • ნინო კილასონია- ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის ფორმები და მათი სასამართლო კონტროლი
  • ნინო კილასონია- ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის ფორმები და მათი სასამართლო კონტროლი
ფასი: 0.00 GEL
შეფასება: 5 დან 0 ვარსკვლავი!0 გამოხმაურება

რაოდენობა: დაამატე კალათაში

ქართული აკადემიური წიგნი, თბილისი 2016, 228 გვ. 

ISBN: 978-9941-9465-3-0


ადმინისტრაციული ორგანოები ყოველწლიურად შეიმუშავებენ ათასობით ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (რეგულაცია), რომელსაც სხვადასხვა შედეგი მოჰყვება გარემოს, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროში. რეგულაციების დიდი ნაწილი ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა პროცედურები იქნება გამოყენებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებისას. კანონმდებლობაში განმ-ტკიცებულმა პროცედურებმა შეიძლება უზრუნველყონ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ლეგიტიმურობა, თუ ისინი აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის და ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის მოთხოვნებს.

ხალხის მონაწილეობა გულისხმობს მოქალაქეებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ბიზნესის, დაინტერესებული პირებისათვის უფლებამოსილების მინიჭებას წვლილი შეიტანონ ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში კომენტარების წარდგენის და დიალოგის გზით. ეს უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების, არა მარტო ლეგიტიმაციას, არა-მედ შემუშავებული რეგულაციის ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოში 1999 წლის 25 ივნისს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებით და 2000 წლის 1 იანვარს მისი ამოქმედებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. კოდექსი მისი ამოქმედებიდან მოყოლებული ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ ახალი კანონის მიღებამდე, ცალკე თავად გამოყოფდა ადმინისტრაციულ წარმოებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოებასთან დაკავშირებით. 2009 წლის 22 ოქტომბერს ამოქმედდა `ნორმატიული აქტების შესახებ~ ახალი კანონი, რომლის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული

ხალხის მონაწილეობის არაფორმალური და ფორმალური პროცედურები გამოიყენება მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს და თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ორგანო და თანამდებობის პირი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ხალხის მონაწილეობის კოდექსით გათვალისიწინებულ არც ერთ ფორმას არ მიმართავს.

აქედან გამომდინარე, აქტუალურია ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების რეფორმირება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში ნაკლებადაა გამოკვლეული, წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი პროცედურული წესების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება უზრუნველყოფს მონაწილეობითი დემოკრატიის, გამჭვირვალობის, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის (ყველა ფაქტის სრული და მიუკერძოებელი შეფასება), კონსტიტუციური პრინციპების დაცვას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემუშავების პროცესში, რაც გააუმჯობესებს ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების საერთო დონეს ქვეყანაში.

წიგნში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კანონმდებლობის, ასევე სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დეტალურადაა დამუშავებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის არაფორმალური (ცნობის გამოქვეყნება და მოსაზრების წარდგენა) და ფორმალური პროცედურები (ზეპირი მოსმენა, მოლაპარაკება, სათათბირო კომიტეტები), ელექტრონული ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება (ცნობის ელექტრონული ფორმით გამოქვეყნება და მოსაზრების ელექტრონულად წარდგენა), სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის სხვადასხვა ფორმის კონტროლი.

წიგნის პირველი თავი ეხება დელეგირებულ კანონმდებლობას. განხილულია საიდან მოდის დელეგირების იდეა და როგორია დელეგირების ფარგლები. ამ თავში საუბარია დელეგირებული კანონმდებლობის ლეგიტიმაციის სხვადასხვა მეთოდზე, მაგალითად,

როგორიცაა ბიუროკრატიის საკანონმდებლო კონტროლი და მითითებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მთავრობის საქმიანობაში ხალხის უშუალო მონაწილეობაა.

მეორე თავში გამოკვეთილია ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის არაფორმალური პროცედურის (ცნობის გამოქვეყნება და მოსაზრების წარდგენა) მნიშვნელობა. ცნობის გამოქვეყნების და მოსაზრების წარდგენის ტრადიციული პროცედურა (ცნობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნება და ხალხისგან მოსაზრებების წერილობითი ფორმით მიღება) შედარებულია ელექტრონული ნორმაშემოქმედების პროცედურასთან (სადაც ცნობა ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების შესახებ ატვირთულია ადმინისტრაციული ორგანოს ვებ-გვერდზე და მოსაზრებების მიწოდება ხორციელდება ელექტრონულად).

მესამე თავში გამოკვლეულია ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის სხვადასხვა ფორმალური პროცედურა. ზეპირი მოსმენა და მისი წარმართვის წესი არის განხილული, რომელიც შედარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებულ მოლაპარაკების პროცედურასთან. ამ ნაწილში ასევე გაანალიზებულია ზეპირი მოსმენის და მოლაპარაკების დადებითი და უარყოფითი მხარეები და მეცნიერთა განსხვავებული პოზიციის შეჯერების საფუძველზე წარმოდგენილია რა შედეგი მოჰყვება ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ზეპირი მოსმენის და მოლაპარაკების პროცედურის გამოყენებას.

მეოთხე თავში განხილულია ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის არაფორმალური და ფორმალური პროცედურების სასამართლო კონტროლი. შესწავლილია ამერიკის და საქართველოს უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებები, გაანალიზებულია ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დასასრულს წიგნში მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას ადმინისტრაციულ ნორმაშემოქმედებაში ხალხის მონაწილეობის ამჟამად დამკვიდრებული

პროცედურების გასაუმჯობესებლად.

ამ წიგნში განხილული საკითხები დაეხმარება მკითხველს შეაფასოს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება. ასეთი გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების ხარისხის ამაღლებას.

წიგნი განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის და საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე წიგნი ხელს შეუწყობს მეცნიერული დისკუსიის განვითარებას და რომ იგი პრაქტიკულად გამოსადეგი გახდება.

დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: