• მთავარი გვერდი
  • ავტორიზაცია
  • ანგარიში
  • კალათა
  • შეკვეთის გაფორმება
  • კონტაქტი

სახლი > ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა

 
ქართული  ქართული
ქართული  ქართული English  English
GEL
Euro GEL US Dollar
 
კატეგორიები
  • ACAD სერიები
  • ACAD წიგნები
  • MAKOTO–ს თამაშები
 
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
acad.ge
Google PageRank Checker
ბესტსელერი
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 1 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები მაია ღამბაშიძე - ქართველურ ტომთა ეთნოგენეზისის საკითხები
11.50 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით  - 2 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 2 ნაწილი
არ არის გაყიდვაში
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 3 ნაწილი
25.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგია
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9 ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9
25.00 GEL  
 
  • ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ამინ არ-რეიჰანი - მცირე პროზა, ესეისტიკა

არ არის გაყიდვაში

აღწერა მსგავსი პროდუქცია (3) გამოხმაურება (0)

ქართული აკადემიური წიგნი, თბილისი 2015, 232 გვ.

ISBN : 978-9941-9371-4-9

არაბულიდან თარგმნეს: დარეჯან გარდავაძემ, ნინო დოლიძემ, იზოლდა გრძელიძემ, ინგა ზურაბიშვილმა, ნინო სურმავამ

 

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბედნიერების ძიებაში მაჰჯარის (ამერიკაში სირიულ-ლიბანური ემიგრაციის) ტრანსკულტურული სკოლის ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ იქმნებოდა არაბული რეგიონის გარეთ (მრავალმა ქრისტიანულმა ოჯახმა იძულებით დატოვა ოსმალეთის პერიოდის სირია მე-19ს-ის მეორე ნახევარში იქ შექმნილი უმძიმესი სოციალ-პოლიტიკური ვითარების გამო. მიგრაცია ძირითადად ხდებოდა რამდენიმე მიმართულებით: ეგვიპტეში, საფრანგეთში, ინგლისში, ბრაზილიასა და ამერიკაში), რეალურად იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ნაჰდას (აღორძინების) არაბული მოძრაობის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ის იყო როგორც არაბული კულტურის მოდერნიზაციის ერთ-ერთი ძლიერი კატალიზატორი, ასევე დასავლური ღირებულებების აღმოსავლურ კულტურასთან პოზიტიური კუთხით სინთეზის ინიციატორი. მარონიტმა არაბებმა შეძლეს ცხოვრების მოძველებული, ტრადიციული წესებიდან ახალ, თანამედროვე მოდელზე შედარებით უმტკივნეულოდ გადასვლა და რაც ყველაზე მთავარია, უდიდესია მათი ღვაწლი მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთისთვის (ამერიკისა და ევროპისთვის) მუსლიმური ახლო აღმოსავლეთის არაბებისა და ისლამის პრინციპების ჭეშმარიტი სახით წარდგენასა და გაცნობაში, რისთვისაც საყოველთაო მადლობა და აღიარება დაიმსახურეს მთელი პროგრესული მსოფლიოს, უპირველეს ყოვლისა კი, მუსლიმთა მხრიდან.1 ამ მისიის განხორციელება მაჰჯარის სკოლამ თავისი ორენოვნებით შეძლო (ამ სკოლის ბევრი წარმომადგენელი ჯერ ლიბანში მისიონერულ სკოლებში დაწყებული განათლებით და შემდეგ, დასავლეთში იძულებითი ემიგრაციის პირობებში, უცხო ენობრივ გარემოში მათი სრული ადაპტირებით ორენოვან ავტორად ჩამოყალიბდა). ამ მწერლებმა თავიანთი ბილინგვურობით მიაღწიეს თარგმანის პროცესის უმაღლეს საფეხურს და მის ყველაზე ცოცხალ ფორმას – შეძლეს მათი მასაზრდოებელი კულტურული ფასეულობების ინტერპრეტაცია და ინტელექტუალური და ლიტერატურული ღირებულებების უდანაკარგოდ გადატანა ერთი ენობრივი სისტემიდან 1 ალ-ჰასან იბნ ტალალი, ქრისტიანობა არაბულ სამყაროში. თბილისი, 2009.

(წინასიტყვაობა ქართული გამოცემისთვის).

მეორეში.1 შეიძლება ითქვას, რომ ეს მწერლები თავიანთ ინგლისურად დაწერილ და ამერიკაში გამოცემულ ნაწარმოებებში უშუალოდ `პირველწყაროდან~ არიან თარგმნილნი თავიანთ მიერვე, ეს კი სათარგმნი ენისა და თარგმანის ენას შორის არსებული ე.წ. `ტექსტთაშორისი~ საფეხურის მათ მიერ სავსებით წარმატებით გადალახვის მაჩვენებელია. მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ მე-19 ს-ის ბოლო - მე-20 ს-ის განმავლობაში არაბულ სამყაროში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესს, უპირისპირდებიან იმ იდეას, რომ `ნაჰდა~ არის პროცესი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა დასრულდეს. როდესაც განიხილავენ ნაჰდას და იმ საკითხს, თუ რა არის `იმპორტირებული~ და რა არის `თვითმყოფადი~ არაბული კულტურისთვის, მათ მიაჩნიათ, რომ ამ კვლევის ისტორიის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ აჩვენოს უწყვეტობა ამ მოდერნიზაციის პროცესისა.2 პროცესის უწყვეტ რეჟიმში გადაყვანაში კი მაჰჯარის სკოლასა და მის ფარგლებში შექმნილ ლიტერატურას განუზომლად დიდი როლი აქვს.

ამ კრებულში თავმოყრილი მცირე პროზისა და ესეისტიკის ნიმუშები მაჰჯარის სკოლის ორი გამორჩეული ლიდერის – ამინ არ-რეიჰანისა (1876–1940) და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის (1883– 1931) არაბულენოვანი მემკვიდრეობიდან არის შერჩეული. ჯიბრანისა და რეიჰანის აღიარება არა მხოლოდ ლიბანში და მათ არაბულ სამშობლოში, არამედ ამერიკაშიც მოხდა, მათი სახელები შესულია ამერიკულ დიდ ენციკლოპედიებში. მათი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. გვინდა, ქართველ მკითხველსაც ჰქონდეს საშუალება, გაიცნოს და იკითხოს ისინი მშობლიურ ენაზე.

მაია ანდრონიკაშვილი - არაბული მორფოლოგიის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მახასიათებლები და კატეგორიათა თავისებურებები
მაია ანდრონიკაშვილი - არაბული მორფოლოგიის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მახასიათებლები და კატეგორიათა თავისებურებები
0.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რჩეული ნაწერები
15.00 GEL  
იმან ჰუმაიდანი – სხვა ცხოვრებანი
იმან ჰუმაიდანი – სხვა ცხოვრებანი
18.35 GEL  
დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

განაგრძე
მთავარი გვერდი   |    ავტორიზაცია   |   საიტის რუკა   |   გაფართოებული ძიება © 2010-2026 acad.ge თბილისი, საქართველო
ირ. აბაშიძის 16
(+995 599) 96-09-04