მაია ღამბაშიძე - შუმერები - პირველი მეამბოხეები
|
აკადემიური წიგნი, 2026
ISBN: 978-9941-7931-0-3, 160 გვ.
ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება (SABC)
როგორ იქცა უძველეს შუამდინარეთში, ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე მცხოვრები ხალხი კაცობრიობის უდიდეს ინოვატორად? პასუხი მარტივია: ისინი მეამბოხეები იყვნენ, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნდათ მზამზარეული რესურსები, მაგრამ ჰქონდათ უზარმაზარი, ცოდნასა და სამყაროს შეცნობას მოწყურებული დიდად გახელილი თვალები და გურაფა - გულით სწავლისა და საქმის სიყვარულით კეთების უდიდესი ნიჭი.
ამ წიგნში ვერ იპოვნით ისტორიის მშრალ თარიღებსა და მეფეთა ომების ქრონიკას, ეს არის ცოცხალი და ემოციური თავგადასავალი, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ წარმოიშვა თანამედროვე ფინანსური და სოციალური სამყარო უძველეს შუმერში.
ავტორი ოსტატურად აკავშირებს ძველ მესოპოტამიურ წყაროებს თანამედროვე ეკონომიკასთან, განათლების ფილოსოფიასა და ჩვენს ყოველდღიური ყოფასთან.
ავტორის შესახებ:
მაია ღამბაშიძე, ასირიოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის ასოც. პროფესორი, ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების (SABC) თავმჯდომარე, გამომცემლობა აკადემიური წიგნის (ACADEMIC BOOK PUBLISHING, ACAD.GE) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართული ენდემური ხორბლების მკვლევარი, ორგანიზაცია ენდემაია-ს (ENDEMAIA) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იგი გახლავთ ძველი მსოფლიო ისტორიის მე-7 კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე ძველახლოაღმოსავლური თემატიკის შესახებ არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი.
@მაიაღამბაშიძე
#განათლება #მეცნიერება #ღამბაშიძე #ასირიოლოგია #ეკონომიკა
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

კატეგორიები






































-38x38.jpg)




















