გივი ღამბაშიძე - ვახუშტი ბატონიშვილის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ; მეფე ვახტანგ VI-ის აკლდამის საიდუმლო
|
აკადემიური წიგნი, 2026
ნაშრომი ეხება სახელგანთქმული ისტორიკოსისა და გეოგრაფოსის - ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1758 წ.წ.) დაკარგული სამარხის ძიებასა და, თავისი ქვეყნის მძიმე ბედის გამზიარებელი მეფე ვახტანგ VI-ის (1675-1737 წ.წ.) აკლდამის საიდუმლოს.
უცხო მიწას მიბარებული ქართველთა მეფის „საფლავი ობოლი"(გრ.ორბელიანი), საფლავთ „მჭკურველთაგან~ („მჭკურველობა"- I მეფ.13.17-„საფლავთ ძარცვა, გინა მაოხარი" - ს.ს. ორბელიანი) განძარცული იყო...
ვახუშტი ბატონიშვილისა და მეფე ვახტანგ VI-ის სამარხებთან დაკავშირებული საკითხების რამდენიმე ათეულწლოვანი კვლევა-ძიებისას,
შეგროვდა დიდძალი დოკუმენტური მასალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო (საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოთა და ეკლესიათა შორისი ურთიერთობები და სხვ.), ძიება არაა დასრულებული. თვით მეფის თავის ქალაც, მისი სამარხიდან გატაცებული, მიუკვლეველია...
საჭიროდ ჩაითვალა, ვახუშტი ბატონიშვილისა და მეფე ვახტანგ VI-ის სამარხთა ძიების ისტორია და კვლევათა გაგრძელების შესახებ მოსაზრებები, არსებული სახით მაინც იყოს ცნობილი...
წიგნს ერთვის საარქივო მასალა, რომლის ნაწილი გადმოცემულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიებიდან.
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

კატეგორიები
























-38x38.jpg)




























