ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
გივი ინანიშვილი - შენიშვნები არქეოლოგიური ლითონის ისტორიულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზისათვის
|
|
სერია ACADIA
აკადემიური წიგნი, 2025
ნაშრომში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურად აღმოჩენილი და შესწავლილი, უძველესი სამთო-მეტალურგიული წარმოების ძეგლების ფუნქციონირების ძირითადი პერიოდების კომპლექსური ისტორიულ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგები. წარმოდგენილია მეტალურგია-ლითონ¬დამუშავების ჩასახვა-განვითარებისა, ლითონწარმოების ქართველ ოსტატთა ემპირიული ცოდნა-გამოცდილების მნიშვნელოვანი მიღწევები; სპილენძ-ბრინჯაოს, რკინა-ფოლადის, ძვირფას ლითონთა არტეფაქტად გარდაქმისა და ვირტუოზული დამზადების სქემის ანალიზი. მოცემულია თანამედროვე ტექნიკური შეფასების კრიტერიუმთა გათვალისწინებით.
პრობლემის ახსნისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორატორიულ-ექსპერიმენტალურ ბაზაზე, არქეოლოგიური ლითონის ნაკეთობათა სპექტრული, მიკრო¬რენტგენოსპექტრული და მეტალოგრაფიული კომპლექსური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტექნიკური პროგრესი მეტალურგიაში წარმოდგენილია როგორც საზოგადოების განვითარების ეკონომიკური საფუძველი, წინაისტორიული და ისტორიული ხანის ცივილიზაციის ტექნიკურ მიღწევათა ფორმირების პროცესი.
ნაშრომში გამოკვეთილი არქეოლოგიური მეცნიერების როლი უძველესი ტექნიკა-ტექნოლოგიებისა და ტექნიკური აზრის გენეზისის შეფასების თვალსაზრისით. არქეოლიგიური ლითონისა და მეტალურგია-ლითონწარმოების ძეგლების ექსპერტიზის მიმართულებით მოცემულ შენიშვნებში სათანადო ადგილი ეთმობა თანამედროვე საზოგადოებრივ-ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო-ტექნიკურ მეცნიერებათა მიღწევებს, ანალიტიკური სისტემების უნივერსალურ შესაძლებლობებს.