ვალუტა:
კალათა
(ცარიელია)
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
ლადო ლეკიაშვილი - ორიენტალიზმები ქართულში (არაბული ლექსიკა)
|
|
სერია ACADIA
აკადემიური წიგნი, 2025
არაბულ-ქართული ენობრივი ურთიერთობების ანალიზი ლინგვისტიკაში დამუშავებული ენათა ინტერფერენციის საერთო პრინციპების ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ გარემოებათა გათვალისწინებით,
რომ არაბული და ქართული სრულიად განსხვავებული გრამატიკული სტრუქტურების ენებია, რომ ქართულ ენობრივ სისტემაში სრულ ადაპტაციას განიცდის უცხო ლექსიკურ ელემენტთა უმრავლესობა და რომ ეს პროცესი
მნიშვნელოვანწილად ავლენს ქართული ენის იმანენტური განვითარების არაერთ ასპექტს. სხვადასხვა ეპოქაში შემოსულ არაბულ სიტყვათა ფონეტიკური თუ სემანტიკური ცვლილებების თავისებურებათა გარკვევამ,
შესაძლოა, რამდენადმე შეავსოს ქართული ენის ფონოლოგიური და ლექსიკური სისტემების განვითარების ზოგადი სურათი.
გამოკვლევაში შესულია ის ლექსიკური მასალა, რომლის არაბული წარმოშობაც ეჭვს არ იწვევს და მათზე დაყრდნობით წარმოდგენილია ერთგვარი ცდა არაბულიდან შემოსული სიტყვების სემანტიკურ და ფონეტიკურ ტრანსფორმაციათა ზოგადი ტენდენციების და ქართული ენის ლექსიკურ სისტემაში მათი ადაპტაციის თავისებურებათა გასარკვევად.