• მთავარი გვერდი
  • ავტორიზაცია
  • ანგარიში
  • კალათა
  • შეკვეთის გაფორმება
  • კონტაქტი
ძიება
     
ქართული  ქართული
ქართული  ქართული English  English
GEL
Euro GEL US Dollar
კატეგორიები
  • ACAD სერიები
  • ACAD წიგნები
  • MAKOTO–ს თამაშები
 
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
acad.ge
რჩეული პროდუქცია
ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
25.00 GEL  
ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9 ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9
25.00 GEL  
ქართული ავანგარდიზმი ქართული ავანგარდიზმი
არ არის გაყიდვაში
ფესვები - ქართული მინიატურული პროზა (გერმანულად) ფესვები - ქართული მინიატურული პროზა (გერმანულად)
7.00 GEL  
ტიპოლოგიური ძიებანი VIII ტიპოლოგიური ძიებანი VIII
არ არის გაყიდვაში
ტიპოლოგიური ძიებანი VII ტიპოლოგიური ძიებანი VII
არ არის გაყიდვაში
სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა
18.00 GEL  
საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები
0.00 GEL  
საქართველოს ფსიქიატრიის მოამბე 11 საქართველოს ფსიქიატრიის მოამბე 11
15.00 GEL  
სალომე ცისკარიშვილი - მუზეუმის მართვის პრინციპები სალომე ცისკარიშვილი - მუზეუმის მართვის პრინციპები
20.00 GEL  
საბრალო დედაბრისასა - ქართული ხალხური ლექსი ინგლისურად საბრალო დედაბრისასა - ქართული ხალხური ლექსი ინგლისურად
5.00 GEL  
როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა
5.00 GEL  
როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის
5.00 GEL  
როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო
5.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - ჩვენი ქალაქი თორნთონ უაილდერი - ჩვენი ქალაქი
15.00 GEL
10.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - სან ლუის რეის ხიდი თორნთონ უაილდერი - სან ლუის რეის ხიდი
15.00 GEL
10.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - მარტის იდები თორნთონ უაილდერი - მარტის იდები
21.50 GEL
18.00 GEL  
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე  - ხურიტული არაფხა ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე - ხურიტული არაფხა
20.00 GEL  
გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება
20.00 GEL  
გივი ღამბაშიძე – ვახუშტი ბაგრატიონის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ გივი ღამბაშიძე – ვახუშტი ბაგრატიონის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ
არ არის გაყიდვაში
აქადური ენის სასწავლო ლექსიკონი აქადური ენის სასწავლო ლექსიკონი
15.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
MAKOTO-ს საგზაო ლოტო MAKOTO-ს საგზაო ლოტო
20.00 GEL  
Life of St. Nino Life of St. Nino
18.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 4 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 4 ნაწილი
25.00 GEL  
CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები
25.00 GEL  
CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 5 -  სვანური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა 5 - სვანური ზღაპრები
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 6 -  ქართლ-კახური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა 6 - ქართლ-კახური ზღაპრები
30.00 GEL  
შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე  - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha) შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha)
0.00 GEL  
ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში
20.00 GEL  
ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები
15.00 GEL  
წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი
20.00 GEL  
წმინდა აბოს წამება წმინდა აბოს წამება
20.00 GEL  
ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები" ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები"
20.00 GEL  
ხეთური მითები და ზღაპრები ხეთური მითები და ზღაპრები
15.00 GEL  
ხეთური სამეფო დღიურები ხეთური სამეფო დღიურები
20.00 GEL  
ხეთური სამეფო ხელშეკრულებები ხეთური სამეფო ხელშეკრულებები
20.00 GEL  
ხურიტული არაკები ხურიტული არაკები
3.00 GEL  
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – წინასწარმეტყველი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – წინასწარმეტყველი
15.00 GEL  
 
Google PageRank Checker
  • ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია
  • ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია
ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია

ამირან ღოღაძე - სიტყვის თეოგონია

ფასი: 0.00 GEL
შეფასება: 5 დან 0 ვარსკვლავი!0 გამოხმაურება
  5 დან 0 ვარსკვლავი!
5:
 
(0)
4:
 
(0)
3:
 
(0)
2:
 
(0)
1:
 
(0)


რაოდენობა: დაამატე კალათაში
აღწერა მსგავსი პროდუქცია (0) გამოხმაურება (0)

აკადემიური წიგნი, 2023

132 გვ. ISBN: 9789941976254

რედაქტორი - ნინია სადღობელაშვილი

მხატვარი - ქეთი მატაბელი

 

ავტორის შესახებ:

 ამირან ღოღაძე  დაიბადა  1951 წლის 5  ოქტომბერს   თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პალიანაში. სწავლობდა თბილისის  უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში.   სკოლის   დამთავრების  შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ქართული ფილოლოგიის ფა-კულტეტზე. ამჟამად მუშაობს საქართველოს  უსინათლოთა კავშირის ყოველთვიურ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „სინათლის“ მთავარ რედაქტორად.1991  წელს  გამოიცა მისი ლექსების პირველი  წიგნი  „კოსმიური   ქორწინება“.  ეს  ავტორის  რიგით მეორე კრებულია.  მისი ლექსები, მოთხრობები, თარგმანები  და მხატვრულ-პუბლიცისტური წერილები   რეგულარულად   იბეჭდება თანამედროვე  ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მიღებული აქვს   მონაწილეობა სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებში.

 

რედაქტორისგან:

სიყვარულის ლიტურგია

ამირან ღოღაძეს პოეზიის მოყვარულნი კარგად იცნობენ. ეს ბუნებრივიცაა – იშვიათია პოეზიით ასე შეპყრობილი, თავიდან ბოლომდე ლექსის სინათლით მცხოვრები კაცის ნახვა. მისი მთავარი სტიქია ლიტერატურაა, მისი შემოქმედებითი მრწამსი – ყოველივე ყოფითის პოეზიად ქცევა, უმცირესში უდიადესის დანახვა და ამ აღტაცების სხვათათვის გაზიარება. ეს კრებულიც ამ მრწამსის დასტურია.

კრებულში თავმოყრილია როგორც ადრეულ წიგნებსა თუ პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი, ასევე ახალი ლექსები. სემანტიკური თუ ვერსიფიკაციული მრავალფეროვნების მიუხედავად, ამირან ღოღაძის ახალი კრებული მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება, მთლიან დრო-სივრცედ და ღონიერ ხმად, რომელშიც უმთავრესი ადამიანური იდეები და ფასეულობებია დაუნჯებული. რელიგიური და ფილოსოფიური რეფლექსია მსუბუქ, სალაღობო და თავშესაქცევ პოეტურ განწყობებთან შერწყმით რაღაც საბედისწერო, სევდიანი დღესასწაულის ილუზიას ქმნის და მკითხველსაც ამ დღესასწაულში ეპატიჟება.

პირველივე ლექსის სათაური „სიტყვის თეოგონია“ ამ დღესასწაულის შესაქმეზე მიგვანიშნებს – ლექსი უბრალო და ყოფითი სულიერი აქტის კი არა, მიღმიერი, ღვთაებრივი ქმნადობის შედეგია. ეს მადლი კი მარად სატარებელ ჯვრად ეკისრება პოეტსაც და მის ტექსტებსაც.

„ასო-ბგერათა ქაოსი

საიქავ-სააქაოსი,

კრძალულად, მორიდებულად

განწვალა შორისდებულმა;“

პოეტის მხატვრული ამოცანა საკუთარი თავის შეცნობა და მუდმივი აღმოჩენაა. ამ ძნელ და უსაზღვროდ საინტერესო გზაზე კი მისი მეგზური სიყვარულია. სწორედ საკუთარი მე-ს პოვნით იღება მისთვის სამყაროს საიდუმლოთა და შესაძლებლობათა კარი, ამ გზაზე მკაფიოვდება მისთვის მარადიული სატრფოს სახეც – ზოგჯერ სრულიად ყოფითი და ხელშესახები, ზოგჯერ კი კოსმიური ვუალით შებურული და საოცნებო. სიყვარულის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ამირან ღოღაძის პოეზიას ლიტურგიკულ იერს სძენს – მისთვის ეს განწყობა ერთგვარი ღვთისმსახურებაა, სიყვარულის მსახურებაა,

ინიციაციის გზაა.

„მკერდში კალმახი ფართქალებს,

ხან ჭიდილია ვერძების...

მომკალი, შემომარკალე

მკლავები შენი – ლერწები;

ლექსად ჩამოვიძერწები,

ლექსებით გეალერსები.“

. . .

„შენი მარადი მეტრფე ვარ,

სანამ ცა თავზე მერქმევა –

შენი სწორფერი მერქმევა,

ღალატს ჩემ გულში რა უნდა?..“

პოეტის სული სახარებისეული ალუზიებითაა ნაკვები. ინსპირაციის წყაროდ ქცეულან არქეტიპული პერსონაჟები (ადამი, ბარაბა); პირადი სულიერ გამოცდილებად, როგორც მთავარ ადამიანურ გამოწვევად გაიაზრებს სახარებისეულ მისტერიებს (ჯვარცმა, აღდგომა); ზოგჯერ ამ ალუზიების ტონალობებით აცხრობს ამღვრეულ განწყობებს, ზოგჯერ პირიქით – მათი ცეცხლით ფაკლავს. აი, თუნდაც, პეიზაჟის როგორი ხატი იძერწება ამ ლექსში:

„ცისარტყელების ქლამინდში

გამოკვართული მთაწმინდა

თითქოს ცად ამაღლებულა

გარდამოხსნილი ჯვარცმიდან.“

ამირან ღოღაძის ლირიკული გმირი მოქალაქეობრივი კატეგორიებიდანაც საუბრობს. ოღონდ, არც ესაა ზედაპირული საყოფაცხოვრებო მოქალაქეობა. ეს ანტიკური, გნებავთ, ბიბლიური მოქალაქეობის ნიმუშია – გარემოს უმძაფრესი განცდა, საზოგადოების წინაშე მსახურება, ადამიანის გამოსარჩლება, მის შეცდომებ-შეცოდებებთან დელიკატური დამოკიდებულება. „ჩვენ სილიკონით გატენილი ფიტულები ვართ,

ანდამატური ძალის მქონეა ჩვენი მკერდები

და შიშველი მუხლისთავები,

ახლა ყველანი პანელზე ვდგავართ,

როგორც ვიტრინის მანეკენები;

ფლუიდებს ვაფრქვევთ

და გამჭოლ მზერით ვზვერავთ გამზირებს.

თავს არ ვიმართლებთ, აღარავის არ გედავებით,

რადგანაც ერთხელ უღვთოდ გაგვწირეთ

ისე მოგვმართეთ, როგორც გენებოთ,

გინდ წმინდანები დაგვიძახეთ, გინდ მეძავები;“

(ფრაგმენტი ლექსიდან „თქვენი დები ვართ“)

აღსანიშნავია კრებულის ჟანრობრივი მრავალფეროვნებაც;

აქ რამდენიმე ციკლი გვხვდება: ხალხურ მოტივებზე შექმნილი

ლექსები, საბავშვო პოეზია, ლექსები ციკლიდან „კოსმიური ქორწინება“, ნამცვრევები. ამირან ღოღაძე უზადოდ გრძნობს თითოეული ჟანრის სპეციფიკას და მკითხველს როგორც ხალხური, ასევე საბავშვო პოეზიის მშვენიერ ნიმუშებს სთავაზობს. ლაპიდარული სინატიფითაა გამორჩეული ასევე ნამცვრევების ციკლი.

ამირან ღოღაძის ღრმა, მუსიკალური და ავთენტური პოეტური სამყაროს საიდუმლო მხოლოდ სიყვარულია. პოეტის მრწამსი კი – სიყვარულის ლიტურგიის ერთგულად და უანგაროდ აღსრულება.

ნინია სადღობელაშვილი

ამ პროდუქტისთვის მსგავსი პროდუქცია არ არის.
დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

განაგრძე
მთავარი გვერდი   |    ავტორიზაცია   |   საიტის რუკა   |   გაფართოებული ძიება © 2010-2026 acad.ge თბილისი, საქართველო
ირ. აბაშიძის 16
(+995 599) 96-09-04