ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
თეა თათეშვილი - ბაბილონის გოდოლის ბიბლიური მოტივები XX საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში
|
|
ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად წარმოდგენილი
დისერტაციის
მ ა ც ნ ე
2020
სადისერტაციო ნაშრომის ზოგადი დასახიათება
წინამდებარე კვლევა განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბოლონიის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ევროპული ლიტერატურის ფარგლებში. ევროპული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამის კვლევის თემატიკა განისაზღვრება თსუ-ს პარტნიორი საერთაშორისო ქსელის, DESE-ს (Doctorat d'Etudes Supérieures Européennes) სამეცნიერო საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს კვლევის ძირითად მიმართულებას პროგრამაში მონაწილე დოქტორანტებისათვის. აღნიშნული პროგრამის 2010 წლის ციკლის თემატიკა ბიბლია და ლიტერატურაა, ამიტომ, ჩვენი კვლევის მიზანიც ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი ლიტერატურულ ნაწარმოებების ტრანსვერსალური კვლევაა. წინამდებარე სამეცნიერო კვლევა შეისწავლის ბაბილონის გოდოლის ბიბლიური თქმულების ტრადიციული სიმბოლიკის ევოლუციას, მის ტრანსფორმაციას, ინვარიანტთა გამოყოფასა და ინტერპრეტაციას XX საუკუნის სახვადასხვა ენაზე შექმნილ ევროპულ ლიტერატურაში, კონკრეტულად: ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, უნგრულ და ესპანურ ლიტერატურაში.