ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
ორი ძმა - თანამედროვე სპარსული მოთხრობები და ნოველები
|
|
ქართული აკადემიური წიგნი, 2016, 128 გვ.
ISBN 978-9941-9465-8-5
სპარსულიდან თარგმნა მზია ივანიშვილმა
ეძღვნება დიდი მეცნიერისა და პიროვნებისალექსანდრე გვახარიას ნათელ ხსოვნას.
კრებულში მოთავსებულია ერთი თაობის სამი ირანელი მწერლის მოთხრობებისა და ნოველების ქართული თარგმანები. ღოლამჰოსეინ საედი, ფერიდუნ თონქაბონი და ჯამალ მირ სადეყი სამწერლო ასპარეზზე თითქმის ერთდროულად XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდნენ. ზემოხსენებული ავტორები წერის მანერითა და სიუჟეტის დამუშავების თვალსაზრისით საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ უსაზღვრო სიყვარული თავიანთი დაჩაგრული მოძმეების მიმართ და მუდმივი წუხილი იმაზე, რომ `პატარა ადამიანები~ უფრო მეტ სიხარულსა და სითბოს იმსახურებენ, ვიდრე ცხოვრება იმეტებს მათთვის.
წარმოდგენილ მოთხრობებსა და ნოველებში სოციალურ საკითხებთან ერთად, განხილულია ზნეობრივ-ეთიკური პრობლემებიც, მოცემულია პერსონაჟთა ხასიათების ფსიქოლოგიური ანალიზი.
შინაარსი
ღოლამჰოსეინ საედი
ბედკრულები
ციებ-ცხელება
ხანძარი
ორი ძმა
ჯამალ მირ სადეყი
მზე ქვეყნის მანათობელი
ფერიდუნ ამუზგარი (თონქაბონი)
მიწის ტუსაღი