• მთავარი გვერდი
  • ავტორიზაცია
  • ანგარიში
  • კალათა
  • შეკვეთის გაფორმება
  • კონტაქტი
ძიება
     
ქართული  ქართული
ქართული  ქართული English  English
GEL
Euro GEL US Dollar
კატეგორიები
  • ACAD სერიები
  • ACADIACUNEUMINTRODUCTIOVITAასირიოლგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების შრომებიასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების წიგნებიაჯიბასიმასწავლებლის ბიბლიოთეკაროგორქართველ ებრაელთა მუზეუმის შრომებიქართული აღმოსავლეთმცოდნეობაქართული ლიტერატურა კომენტარებითქართული ხალხური პროზა
  • ACAD წიგნები
  • MAKOTO–ს თამაშები
 
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
acad.ge
რჩეული პროდუქცია
ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
25.00 GEL  
ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9 ქართული საეკლესიო გალობა ტ. 9
25.00 GEL  
ქართული ავანგარდიზმი ქართული ავანგარდიზმი
არ არის გაყიდვაში
ფესვები - ქართული მინიატურული პროზა (გერმანულად) ფესვები - ქართული მინიატურული პროზა (გერმანულად)
7.00 GEL  
ტიპოლოგიური ძიებანი VIII ტიპოლოგიური ძიებანი VIII
არ არის გაყიდვაში
ტიპოლოგიური ძიებანი VII ტიპოლოგიური ძიებანი VII
არ არის გაყიდვაში
სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა
18.00 GEL  
საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები საქართველოში ველურად მოზარდი მხალეული მცენარეები და საკვები სოკოები
0.00 GEL  
საქართველოს ფსიქიატრიის მოამბე 11 საქართველოს ფსიქიატრიის მოამბე 11
15.00 GEL  
სალომე ცისკარიშვილი - მუზეუმის მართვის პრინციპები სალომე ცისკარიშვილი - მუზეუმის მართვის პრინციპები
20.00 GEL  
საბრალო დედაბრისასა - ქართული ხალხური ლექსი ინგლისურად საბრალო დედაბრისასა - ქართული ხალხური ლექსი ინგლისურად
5.00 GEL  
როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა როგორ 4 - როგორ ვისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის კითხვა
5.00 GEL  
როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის როგორ 3 - როგორ მოვამზადოთ WORD-ის დოკუმენტი ბეჭდვისთვის
5.00 GEL  
როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო როგორ 2 - როგორ დავაყენოთ ქვევრის ღვინო
5.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - ჩვენი ქალაქი თორნთონ უაილდერი - ჩვენი ქალაქი
15.00 GEL
10.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - სან ლუის რეის ხიდი თორნთონ უაილდერი - სან ლუის რეის ხიდი
15.00 GEL
10.00 GEL  
თორნთონ უაილდერი - მარტის იდები თორნთონ უაილდერი - მარტის იდები
21.50 GEL
18.00 GEL  
თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელო
40.00 GEL  
ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე  - ხურიტული არაფხა ე. ასტახიშვილი, მ. ღამბაშიძე - ხურიტული არაფხა
20.00 GEL  
გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება
20.00 GEL  
გივი ღამბაშიძე – ვახუშტი ბაგრატიონის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ გივი ღამბაშიძე – ვახუშტი ბაგრატიონის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ
არ არის გაყიდვაში
აქადური ენის სასწავლო ლექსიკონი აქადური ენის სასწავლო ლექსიკონი
15.00 GEL  
MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო MAKOTO–ს გეოგრაფიული ლოტო
20.00 GEL  
MAKOTO-ს საგზაო ლოტო MAKOTO-ს საგზაო ლოტო
20.00 GEL  
Life of St. Nino Life of St. Nino
18.00 GEL  
ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 4 ნაწილი ICD-11 ფსიქიკური, ქცევითი ან ნეიროგანვითარების აშლილობები დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გადასინჯვის (ICD-11) მიხედვით - 4 ნაწილი
25.00 GEL  
CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები CUNEUM 3 - ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები
25.00 GEL  
CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი
20.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 5 -  სვანური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა 5 - სვანური ზღაპრები
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 6 -  ქართლ-კახური ზღაპრები ქართული ხალხური პროზა 6 - ქართლ-კახური ზღაპრები
30.00 GEL  
შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე  - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha) შალვა ბარჯაძე, მარიუშ კანტურსკი, ეთერ მაღრაძე, მარიამ გოგშელიძე, ლადო შავაძე, ზეზვა ასანიძე - საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრები (Hemiptera: Aphidomorpha)
0.00 GEL  
ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში ცოტნე სამადაშვილი - ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში
20.00 GEL  
ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები ძველახლოაღმოსავლური სამეფო წერილები
15.00 GEL  
წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი
20.00 GEL  
წმინდა აბოს წამება წმინდა აბოს წამება
20.00 GEL  
ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები" ხათუნა თუმანიშვილი - არაბული "ჰიქაიათები"
20.00 GEL  
ხეთური მითები და ზღაპრები ხეთური მითები და ზღაპრები
15.00 GEL  
ხეთური სამეფო დღიურები ხეთური სამეფო დღიურები
20.00 GEL  
ხეთური სამეფო ხელშეკრულებები ხეთური სამეფო ხელშეკრულებები
20.00 GEL  
ხურიტული არაკები ხურიტული არაკები
3.00 GEL  
ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები ჯაბა დიხამინჯია – მენტალური შაბლონები
25.00 GEL  
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – წინასწარმეტყველი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – წინასწარმეტყველი
15.00 GEL  
 
Google PageRank Checker
  • ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
  • ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი

ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი

ფასი: 30.00 GEL
შეფასება: 5 დან 0 ვარსკვლავი!0 გამოხმაურება
  5 დან 0 ვარსკვლავი!
5:
 
(0)
4:
 
(0)
3:
 
(0)
2:
 
(0)
1:
 
(0)


რაოდენობა: დაამატე კალათაში
აღწერა მსგავსი პროდუქცია (4) გამოხმაურება (0)

აკადემიური წიგნი, თბილისი 2023, 283 გვ.

ISBN: 978-9941-9761-8-6

 

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

სარედაქციო კოლეგია:

† ზურაბ კიკნაძე

ირმა რატიანი

ოთარ ონიანი

ასმათ პაპიძე

რუსუდან ჩოლოყაშვილი (თავმჯდომარე)


ტომი შეადგინა და შენიშვნები დაურთო

† მიხეილ ჩიქოვანმა

ტომის რედაქტორები:

† ზურაბ კიკნაძე

რუსუდან ჩოლოყაშვილი

გამოცემის რედაქტორები – მაია ღამბაშიძე, ნინო ღამბაშიძე

ილუსტრატორი – მიხეილ ამბოკაძე


"ეთერიანი" ცამეტი ვარიანტის საფუძველზე პირველად პ. უმიკაშვილმა გამოაქვეყნა 1875  წელს. გამომცემელი მას "ზღაპარს" უწოდებს ("აბესალომ და ეთერის ზღაპარი ისეთი რამ არის...") და, მართლაც, ამ ამბავს ვარიანტთა უმეტესობაში ზღაპრის სამოსელი მოსავს თავისი ტრადიციული წინკარით - "იყო და არა იყო რა". ზოგიერთ ჩანაწერში გაზღაპრების პროცესი ბოლომდეა მისული: ამბავი ზღაპრისეული კლასიკური დასასრულით - ქორწილით და "ჭირი-იქა, ლხინი-აქა"-თი თავდება, რადგან არ გამოჩნდება მურმანი თავისი დაუოკებელი ვნებით და, ცხადია, არც იმ ტრაგედიას რჩება ადგილი, რომელიც "ეთერიანის", როგორც სამიჯნურო ეპოსის ინდივიდუალობას ქმნის. ამ სახის, თუმცა მცირერიცხოვან ვარიანტებში, ეპოსი მთლიანად ძლეულია ზღაპრის სტიქიისაგან. გაზღაპრების ტენდენცია გასაგებია, რამდენადაც ეს თხრობითი ჟანრი, როგორც მისი საკუთრება, სხვა ჟანრთაგან ყველაზე უკეთესად მიესადაგა ხალხის ცნობიერებას (როგორც დავინახეთ, "ამირანიანიც" ვერ ასცდა ამ ტენდენციას).

მსგავსად "ამირანიანისა", "ეთერიანიც" პროზისა და ლექსისგან შედგება. პროზაც და ლექსიც მთელი საქართველოს ფარგლებში (და მის გარეთაც) არის დადასტურებული. "ეთერიანის" პირველი გამომცემელი წინასიტყვაობაში წერდა: "ეს ეთერიანი, შედგენილი სახალხო ლექსებისა და პირად ნათქვამობისაგან, რომელნიც დარჩენილან დღევანდლამდე საქართველოს ყველა ნაწილებში. ზემოხსენებული ლექსები და პირად ნათქვამობანი (რიცხვით ცამეტნი) ეკუთვნის შემდეგ ადგილებს: ქართლს, კახეთს, იმერეთს, სამცხეს (ახალციხის მაზრას), ხევსურეთს, ხევს (თერგისას) და ქალაქ მოზდოკს". აქ "ნათქვამობა" პროზაულ მონათხრობს გულისხმობს, რომელიც საკმაოდ სხვაობს ვარიანტებში. არ არსებობს კანონიკური პროზაული ხალხური ტექსტი. ლექსი კი უცვლელია და მეტნაკლებად ინარჩუნებს თავის სახეს ჩანაწერიდან ჩანაწერში. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოეტური ტექსტი "ეთერიანში" პირველადია, არქეტიპულია, პროზაული კი - მეორადი, შემავსებელი. ამიტომაც ზღაპრადქცეულ ვარიანტებში პოეტურ ჩანართებს ვერ შეხვდებით, თუმცა სხვა შეხედულებით, "ეთერიანის ეპოსის ბირთვი პროზაულია" და, უფრო მეტიც: ეპოსი ზღაპრის ნიადაგზეა ჩამოყალიბებული, ანუ მისი პირველწყარო არის ზღაპარი. ძნელია ამ თვალსაზრისის მიღება, რამდენადაც ზღაპარში, როგორც ასეთში, ვერ აღმოვაჩენთ ისეთ "ბირთვს", რომელიც მისი სიუჟეტის ტრაგიკულ განვითარებას გამოიწვევდა. ზღაპრის პრინციპული ოპტიმიზმი არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ზღაპარი ვერ გარდაიქმნებოდა იმ ზომამდე, რომ თავის თავს დაპირისპირებოდა.

"ეთერიანის" არაზღაპრულ წარმოშობას ისიც მოწმობს, რომ მისი სხეულის მდგრადი ფენა - ლექსითი ნაწილი ძირითადად დიალოგურია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ "ეთერიანის" არქეტიპული ტექსტი რომანტიული დრამა იყო. დიალოგურობა შეიძლება მის თავდაპირველ ანტიფონურ შესრულებასაც მოწმობდეს. ეს დიალოგებია: დიალოგი აბესალომსა და ეთერს შორის, რომელიც თავრდება აბესალომის ფიცით ეთერისადმი; დიალოგი აბესალომსა და მურმანს შორის; დიალოგი მარეხსა და ეთერს შორის; უკანასკნელი დიალოგი აბესალომსა და ეთერს შორის. დიალოგებში ჩაბმულია ეპოსის ყველა პერსონაჟი, ვინც კი ინდივიდუალურ სახეს ატარებს. მთავარი პერსონაჟების დიალოგები იწყებს და ამთავრებს ნაწარმოებს. ლექსითი ვარიანტები ეპოსის მთელს შინაარსს მოიცავს დაწყებული სტრიქონებით "აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეგვყარა ერთფერი" და დამთავრებული სტრიქონებით: "შენ, ჩემო მოყვრის დანაო, უბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ და დავიცემ მარჯვენა ძუძუსთანაო".

აშკარაა, რომ "ეთერიანი" არ არის იმ ხასიათის ნაწარმოები, რომლის სიუჟეტს ზღაპარში უნდა ეპოვა ხორცშესხმა. არსებობს ვარიანტთა სხვა წრეც, სადაც ეთერის წარმოშობა არ უკავშირდება ზღაპრის სიუჟეტს და ამბავშიც არ მონაწილეობენ ზღაპრის ტრადიციული (კანონიკური) პერსონაჟები (ავი დედინაცვალი, კეთილი დედაბერი). ვარიანტების განსხვავებულ წრეთა არსებობა საკმაოდ აბუნდოვანებს "ეთერიანის" წარმომავლობას და, კერძოდ, ეთერის, როგორც პერსონაჟის, ვინაობის საკითხს. რომელია პირველადი - "ეთერი-გერი" თუ "ეთერი-ტყიური"? ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მისი არქეტიპი საერთოდ არ არსებულა და "ეთერიანის" დღემდე შემორჩენილი ვარიანტები ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წყაროდან მომდინარეობს? ასევე დაისმის კითხვა "ეთერიანის" დაწყების თაობაზე. ვარიანტთა უმეტესობაში ამბავი ეთერით იწყება (აქედან არის დაკანონებული სახელწოდება "ეთერიანი"). მაგრამ იპოვება ვარიანტები, არცთუ მცირერიცხოვანი, სადაც ამბავი აბესალომის სანადიროდ გასვლით იწყება. რომელია პირველადი? აქვე უნდა შეინიშნოს, რომ ხალხური თხრობა, ჩვეულებრივ, იწყება იმ პერსონაჟით, რომელიც მთავარია თხრობაში, ანუ რომლის ამბავიც არის მოსათხრობი. საერთოდაც, რომელია "ეთერიანში" მთავარი გმირი? ან როგორ პოულობს აბესალომი ეთერს - ძებნით, როგორც გაზღაპრებულ ვარიანტებშია?

გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ "ეთერიანი" წიგნური წარმოშობისაა. პ. ინგოროყვა "ეთერიანს" ჩამოთვლის იმ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის, რომელთაგან ან ფრაგმენტებია შემორჩენილი ან მხოლოდ სახელები. "როგორც თავის დროზე გამორკვეული გვექნება, - ამ რომანიდან არის წარმოშობილი დღემდე შენახული ხალხური თქმულება "აბესალომ და ეთერი", - ისევე, როგორც შოთას "ვეფხის-ტყაოსნიდან" შემდეგ წარმოიშვა ხალხური "ვეფხის-ტყაოსანი". მკვლევარი შეეცადა უცხოურ საკუთარ სახელთა საფუძველზე ემტკიცებინა თავისი ვარაუდი.

მთელი წყება არგუმენტებისა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ "ეთერიანის" ელიტარულ წარმოშობაზე, ანუ ჩავთვალოთ ის ე. წ. დაძირული კულტურის დოვლათის (Gesunkenes Kulturgut) ერთ კერძო გამოვლინებად ხალხურ სიტყვიერებაში. ქართულ ფოლკლორში ასეთებია: "ტარიელიანი", შაჰნამეს ხალხური ვერსიები: "ბეჟანიანი", "როსტომიანი", "რუსუდანიანი" და სხვანი, რომელთაც თავ-თავიანთი წიგნური წყაროები ეძებნებათ.

"ეთერიანის" პირველი გამოცემიდან რვა ათეული წლის შემდეგ მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით გამოქვეყნდა ჩანაწერთა კორპუსი (ხალხური სიტყვიერება IV, ეთერიანი, თბ., 1954), რომელიც 48 ხალხურ ჩანაწერს შეიცავს (49-ე წარმოადგენს პეტრე მირიანაშვილის გალექსილ ტექსტს). წინამდებარე გამოცემა გამდიდრებულია განვლილი დროის მანძილზე გამოვლენილი ჩანაწერებით, რომელთა რაოდენობამ 88 შეადგინა (საგრძნობლად გაიზარდა იმერეთისა და რაჭის ნაწილი, კორპუსს შეემატა ლეჩხუმური მასალები).

ზურაბ კიკნაძე +

ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
25.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
ქართული ხალხური პროზა 3 - მითები
50.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 6 -  ქართლ-კახური ზღაპრები
ქართული ხალხური პროზა 6 - ქართლ-კახური ზღაპრები
30.00 GEL  
ქართული ხალხური პროზა 5 -  სვანური ზღაპრები
ქართული ხალხური პროზა 5 - სვანური ზღაპრები
30.00 GEL  
დაამატეთ გამოხმაურება
თქვენი სახელი:


გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!


შეფასება:        ცუდი            კარგი


შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

განაგრძე
მთავარი გვერდი   |    ავტორიზაცია   |   საიტის რუკა   |   გაფართოებული ძიება © 2010-2026 acad.ge თბილისი, საქართველო
ირ. აბაშიძის 16
(+995 599) 96-09-04