ვლადლენ ბახნოვი – როგორ ჩაქრა მზე, ანუ ათასწლოვანი დიქტატორიის – უჰუჰუნდიისა, რომელმაც 13 წელი 5 თვე და 7 დღე იარსება
|
აკადემიური წიგნი, თბილისი 2020
რუსულიდან თარგმნა გიორგი კაკაბაძემ
ვლადლენ ბახნოვი (1924-1994), პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი და სცენარისტი, დაიბადა უკრაინაში, ქ. ხარკოვში. მის საესტრადო სკეჩებს ასრულებდნენ: არკადი რაიკინი, ტარაპუნკა და შტეფსელი და სხვ. აგრეთვე ქმნიდა კლოუნადებს ისეთი ცნონილი ჯამბაზებისთვის, როგორიც გახლდნენ: იური ნიკულინი, ოლეგ პოპოვი, კარანდაში. მოღვაწეობდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც. წერდა სცენარებს ფილმებისთვის. აქტიურად თანამშრომლობდა რეჟისორ ლეონიდ გაიდაისთან, რომლის ფილმების სცენართა დიდი ნაწილიც სწორედ ბახნოვის კალამს ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა: `ივან ვასილის ძე პროფესიას იცვლის~, `12 სკამი~, `სპორტლოტო-82~. სამგზის (1970, 1973, 1977 წწ.) ფლობდა `ლიტერატურნაია გაზეტას~ პრიზს - `ოქროს კერპი~. მოთხრობა `როგორ ჩაქრა მზე, ანუ ამბავი ათასწლოვანი დიქტატორიის - უჰუჰუნდიისა, რომელმაც 13 წელი,5 თვე და 7 დღე იარსება~ პირველად გამოიცა 1969 წელს, გამომცემლობა ‘‘Молодая гвардия”-ს მიერ. იგი ანტიუტოპიის ჟანრს მიეკუთვნება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:

კატეგორიები






































-38x38.jpg)






